Sunday, December 12, 2010

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმიინდიკატორიინდიკატორის შესაბამისი ქულამიღებული ქულა
ორგანიზებულობასასკოლო ნივთები არ აქვს1–2
            
სასკოლო ნივთები აქვს,მაგრამ არ იყენებს3–4
ნივთები აქვს,მაგრამ ნაწილობრივ იყენებს5–7
ყველა ნივთი აქვს და იყენებს მთელი გაკვეთილის განმავლობაში8–10
ჩართულობაარ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში1–3
ჩართულია, ძირითადად არასწორად პასუხობს4–5
ჩართულია,მაგრამ საჭიროებს დახმარებას6–7
მთელი გაკვეთილი ჩართულია და პასუხობს სწორად8–10
პრეზენტაციავერ გადმოსცემს აზრს1–3
უჭირს დამოუკიდებლად აზრის გადმოცემა4–5
აზრს გადმოსცემს,მაგრამ დასაბუთების გარეშე მცირე შეფერხებებით6–7
აზრს გადმოსცემს გამართულად და არგუმენტირებულად8–10

Saturday, December 11, 2010

ვიდეო2

ვიდეო

პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
 გიორგი ლეონიძისნატვრის ხე . „პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი არიან?“
სწავლების საფეხური
მერვე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
27 მოსწავლე ,არ მყავს ინკლუზიური მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები გააცნობიერებენ ადამიანის სულიერი მშვენიერების არსსა და მნიშვნელობას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         მოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობა.
·         მოსწავლეების აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს ზეპირად და წერილობით; ორივე შემთხვევაში იყენებენ არგუმენტებს.
·         მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას სულიერი მშვენიერებით გამორჩეული ადამიანებისადმი.
წინასწარი ცოდნა
გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია , ლიტერატურის თეორიის საკითხები, გ.ლეონიძის მოთხრობები: „მარიტა“, „ფუფალა“.
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება მოსწავლეთა საკლასო მუშაობაში მონაწილეობა; შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებული . თენგიზ აბულაძის ფილმინატვრის ხე”. ფოტო სლაიდები.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა:                                                                                               7 წთ
გაკვეთილი იწყება სლაიდების ჩვენებით.
მოსწავლეები მსჯელობენ სლაიდებზე გამოსახული პერსონაჟების შესახებ, ახასიათებენ მათ.
ვუჩვენებთ სლაიდს, რომელზეც მარიტაა გამოსახული.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, რომელიც ახლავს სლაიდს: „მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?“
ვსვამ კითხვებს:
        თქვენ როგორ ფიქრობთ, სად მიდის სილამაზე, სად იკარგება? იქნებ მარადიულია.
მოსწავლეები ამ საკითხზე დისკუსიის შემდეგ აყალიბებენ დასკვნას, რომ სულიერი სილამაზე მარადიულია.
B ფაზა                                                                                           30 წთ
წინასწარ სამ ჯგუფად დაყოფილ მოსწავლეებს ეძლევათ ასეთი დავალებები:
ხელის აუღებლად წერის სტრატეგიის გამოყენებით გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება:
a)      როგორ წარმოგიდგენიათ სულიერად მშვენიერი ადამიანი (I ჯგუფი).
b)      რა ასოციაციებს აღგიძრავთ ნაწარმოების სათაური „ნატვრის ხე“(II ჯგუფი).
c)      როგორ ადამიანად წარმოგიდგენიათ მოთხრობის მთვარი პერსონაჟი (III ჯგუფი).
ნაშრომების პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და გაკვეთილის მიზანს. მოსწავლეებს ეძლევათ ასეთი დავალება:
I ჯგუფი: წაიკითხეთ ტექსტი. კითხვის პროცესში მოინიშნეთ ელიოზის დამახასიათბელი ადგილები. ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის ერთ სვეტში ჩაწერეთ ელიოზის დამახასიათებელი თვისებები; თითოეულ თვისებას მიუწერეთ შესაბამისი ადგილი ტექსტიდან (მეორე სვეტში).
II ჯგუფი: წაიკითხეთ ტექსტი. კითხვის პროცესში მოინიშნეთ დიაკვან ელეფთერის დამახასიათებელი ადგილები. ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის ერთ სვეტში ჩაწერეთ ელეფთერის დამახასიათბელი თვისებები, მეორე სვეტში – სათანადო ადგილები ტექსტიდან.
 III ჯგუფი: წაიკითხეთ ტექსტი . ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის ერთ სვეტში ამოიწერეთ ელეფთერისა და ელიოზისადმი ავტორის დამოკიდებულების მაჩვენებელი წინადადებები, ფრაზები, სიტყვები. დღიურის მეორე სვეტში გააკეთეთ კრიტიკული კომენტარი.
ნაშრომების პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს.
C ფაზა                                                                                          5 წთ
მასწავლებელი კითხვების საშუალებით აჯამებს შესწავლილ მასალას:
        რა გავიგეთ ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით?
        როგორ ფიქრობთ, სამყაროს რომანტიკული ხედვა კარგია თუ ცუდი?  რატომ ფიქრობთ ასე?
        ეთანხმებით მწერალს იმაში, რომ „პოეტური გულის“ მქონე ადამიანიც პოეტია?
        რაში დაგეხმარებათ ის, რაც დღეს ისწავლეთ, გაიგეთ?
        მოგეწონათ სტრატეგიები, რომლებიც დღეს გამოვიყენეთ?
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება: დაწერეთ მცირე ესე – „სილამაზე, რომელიც არასდროს ქრება“.                     3 წთ